суббота, 1 октября 2016 г.

воскресенье, 25 сентября 2016 г.

ტრენინგის მე -8 დღე

ტრენინგის მე-8 დღეს ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევიმუშავეთ მეთოდები თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის, ვისაც კომპიუტერი მწყობრიდან აქვს გამოსული.კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს, რადგან ეს მთავარი კომპონენტია პროექტის გეგმაში,სადაც აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ  გაწერილი.

суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს  ვისაუბრეთ იმ მთავარ საკითხებზე, რასაც დიფერენცირებული სწავლება ქვია.ჩამოვაყალიბეთ ის მეთოდები და მიდგომები თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები პროექტის განხორციელებაში და ჩვენი იდეები დავაფიქსირეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.

воскресенье, 18 сентября 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ამ მოდულმა დაგვანახვა რამდენად აუცილებელია შეფასების კრიტერიუმების დაცვა და მისი გამოყენება მოსწავლის ნაშრომის შეფასებისას.

суббота, 17 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-5 დღე

ამ ტრენინგმა ნათლად დამანახვა, რომ აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა.მითითება იმისა, თუ საიდან იღებ ამ ინფორმაციას.
  პრეზენტაციის შექმნა და მისი განთავსება საჭიროა იმიტომ, რომ ჩვენი ინფორმაცია იყოს დაცული. მისი დადებითი მხარეა ის, რომ მოკლედ  გადმოგვცემს სათქმელს და ვიზუალურადაც აკმაყოფილებს თავის დანიშნულებას.

გავუფრთხილდეთ დედაბუნებას